Sunday, April 28, 2013

გაკვეთილის გეგმა "ზღვა"

გაკვეთილის მთავარი თემა
ზღვა
მასწავლებლის სახელი და გვარი
ქეთევან გოგალაძე
სწავლების საფეხური
2 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
18. სსსმ მოსწავლე 2.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მეტყველების და კითხვის უნარჩვევების განვითარება.გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ დაასახელონ ზღვის ცხოველები, შესაბამისი ინტონაციით წაიკითხონ ტექსტი და უპასუხონ ტექსტის ირგვლივ დასმულ მარტივ შეკითხვეებს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან და ასახელებენ ხმელეთზე მცხოვრებ ცხოველებს და ასევე ფრინველებს. შეუძლიათ უპასუხონ მარტივ კითხვებს. აქვთ კომპიუტერული უნარჩვევები: შეუძლიათ ბუკის გამოყენება კერძოდ სურათის ფონად დაყენება, პროგრამა E-learning და paint-ში მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი შეფასება წინასწარი რუბრიკის საშუალებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო English book II ავტორები მერი ბოუვენი და ლიზ ჰოკინგი, ბუკი 18, პოსტერი 1, ფლეშ ქარდები 106-110, დაფა, ცარცი, CD ფლეერი, მაგნიტური დაფა, ფერადი მარკერები და მაგნიტები.  
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა გამოწვევა
აქტივობა 1 დრო- 3 წუთი.
 მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს დაასახელონ ცხოველები რაც იციან და წერს დაფაზე.
აქტივობა 2  დრო -2 წუთი.
 მასწავლებელი აკრავს პოსტერს დაფაზე და მოსწავლეები კითხულობენ სათაურს და რამდენიმე წამით აკვირდებიან პოსტერს და მასზე გამოსახულ ზღვის ცხოველებს. აქტივობა 3 დრო - 5 წუთი. მასწავლებელი დაიხმარს სსსმ მოსწავლეს და მისი დახმარებით აჩვენებს კლასს ფლეშ ქარდებს 106-110 ასახელებს მათ კლასი იმეორებს და მოსწავლე აკრავს მაგნიტურ დაფაზე თან მეტი ვიზუალიზაციისთვის მასწავლებელი მარკერით უწერს ქვეშ ინგლისურ მნიშვნელობას.
 აქტივობა 4 დრო - 3 წუთი. მასწავლებელს გამოყავს სხვადასხვა მოსწავლეები დაფასთან და სთხოვს პოსტერზე აჩვენოს დასახელებული ცხოველი.
B ფაზა შინაარსის რეალიზება
აქტივობა 1 დრო - 4 წუთი.
მასწავლებელი რთავს CD და მოსწავლეები უსმენენ ტექსტს და მთელი კლასი სახელმძღვანელოში მიუთითებს იმ ცხოველზე რომელსაც გაიგონებს.
 აქტივობა 2 დრო - 7 წუთი.
 მოსწავლეები უსმენენ მეორედ დიალოგს და პაუზების შემდეგ მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოიკითხავენ წინადადებას რაც მოისმინეს. ინტონაციის სრული დაცვით.
 აქტივობა 3 დრო - 7 წუთი.
 ტრიადებში ვანაწილებთ დიალოგს და მოსწავლეები კითხულობენ ხმამაღლა და ინტონაციით.
აქტივობა 4 დრო - 7 წუთი.
მოსწავლეები რთავენ ბუკებს და მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს პროგრამა paint ის დახმარებით შექმნან სასურველი ნახატი ზღვის ცხოველის და გააფერადონ. შემდეგ პროგრამა E-learning ის საშუალებით გადააგზავნონ მასწავლებლის კომპიუტერში. სსსმ მოსწავლეებს ვაძლევთ გამზადებულ ნახატს და ვთხოვთ რომ გააფერადონ და მასწავლებლის დახმარებით გადაგზავნონ E-learning ის საშუალებით.
C ფაზა შეჯამება.
აქტივობა 1 დრო - 4 წუთი.
მასწალებელი კითხვების საშუალებით აჯამებს გაკვეთილს. მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობენ კითხვებს. მოსწავლეები ასახელებენ უკვე შესწავლილ სიტყვებს.
 აქტივობა 2 დრო - 3 წუთი.
 მასწავლებელი ბავშვებს აძლევს საშინაო დავალებას განიხილავს ინსტრუქციას თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა,მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა შეფასებას.    

"ზღვა" პრეზენტაცია.

Saturday, April 27, 2013

"ძველი სამყარო და ცხოვრების წესი"


პროექტის სახელწოდება: ძველი სამყარო და ცხოვრების წესი.

პროექტის მათავარი იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ და გაეცნონ როგორ ცხოვრობდნენ ძველ დროში ადამიანები. რა სახის ტანსაცმელს ატარებდნენ,როგორ საცხოვრისებში ცხოვრობდნენ,რა ტრანსპორტის საშუალებებს იყებებდნენ და როგორი იყო სკოლები ძველად.ასევე მოიძიონ რა სათამაშოებით თამაშობდნენ და რისგან იყო დამზადებული.

პროექტის მიზნები: გამოუმუშავდეთ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა და პრეზენტაციის ელემენტარული უნარები,მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიების, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.

მოსწავლეთა ასაკი: 10-11 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას:

აქტივობა 1 მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად ქვეყნების მიხედვით: საბერძნეთი, ეგვიპტე და საქართველო.

აქტივობა 2 თითოელი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში.

აქტივობა 3 აკეთებენ ფოტო მასალის მოძიებას ჟურნალ-გაზეთებიდან ან პრინტერის საშუალებით იღებენ საჭირო მასალას.

აქტივობა 4 სტუმრობენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზუმს და ექსკურსია მძღოლისგან მოიპოვებენ ინფორმაცია,იღებენ ფოტოებს და ასევე ინტერვიუს მუზეუმის თანამშრომლებისაგან და საექსპედიციო გათხრებში მონაწილე პირებისაგან.

აქტივობა 5  მოსწავლეები გადაღებული სურათებით და ვიდეო ჩანაწერებით, პროგრამა Power Point ში გააკეთებენ პრეზენტაციას.

აქტივობა 6 თითოეული ჯგუფი ამზადებს წიგნს, გარეკანს აკრავენ იმ ქვეყნის სურათს რომელი ქვეყანაც აქვს ჯგუფს.

აქტივობა 7 მოსწავლეები მოიწვევენ პარალელ კლასს და წარუდგენენ პრეზენტაციას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება უცხ.დ.V.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.ის ტექნ.V.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. V.5.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ისტექნ.V.6.მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.

პროექტისთვის საჭირო რესურსები: პრინტერი,ფოტოაპარატი, კომპიუტერი.

პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან გოგალაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: k.gogaladze@gmail.com