პროექტის სახელწოდება: ძველი სამყარო და ცხოვრების წესი.
პროექტის მათავარი იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ და გაეცნონ როგორ ცხოვრობდნენ
ძველ დროში ადამიანები. რა სახის ტანსაცმელს ატარებდნენ,როგორ საცხოვრისებში ცხოვრობდნენ,რა
ტრანსპორტის საშუალებებს იყებებდნენ და როგორი იყო სკოლები ძველად.ასევე მოიძიონ რა
სათამაშოებით თამაშობდნენ და რისგან იყო დამზადებული.
პროექტის მიზნები:
გამოუმუშავდეთ ჯგუფური
მუშაობის უნარ-ჩვევა და პრეზენტაციის ელემენტარული უნარები,მოსწავლეებს განუვითარდეთ
კვლევა-ძიების, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი: 10-11
წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები
რაც შეიძლება შეიქმნას:
აქტივობა 1 მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად ქვეყნების მიხედვით: საბერძნეთი,
ეგვიპტე და საქართველო.
აქტივობა 2 თითოელი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში.
აქტივობა 3 აკეთებენ ფოტო მასალის მოძიებას ჟურნალ-გაზეთებიდან
ან პრინტერის საშუალებით იღებენ საჭირო მასალას.
აქტივობა 4 სტუმრობენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზუმს და
ექსკურსია მძღოლისგან მოიპოვებენ ინფორმაცია,იღებენ ფოტოებს და ასევე ინტერვიუს
მუზეუმის თანამშრომლებისაგან და საექსპედიციო გათხრებში მონაწილე პირებისაგან.
აქტივობა 5 მოსწავლეები გადაღებული სურათებით და ვიდეო ჩანაწერებით, პროგრამა Power Point ში გააკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა 6 თითოეული ჯგუფი ამზადებს წიგნს, გარეკანს აკრავენ იმ
ქვეყნის სურათს რომელი ქვეყანაც აქვს ჯგუფს.
აქტივობა 7 მოსწავლეები მოიწვევენ პარალელ კლასს და წარუდგენენ
პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე
სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება უცხ.დ.V.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს
კულტურული განსხვავებების მიმართ.ის ტექნ.V.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ისტექნ.V.6.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: პრინტერი,ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
პროექტის ხელმძღვანელი:
ქეთევან გოგალაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
k.gogaladze@gmail.com
😘😘😘
ReplyDelete