სამოდელო გაკვეთილის გეგმა


 სამოდელო გაკვეთილის გეგმა # 1

საგანი
ინგლისური
მასწავლებელის სახელი და გვარი
ქეთევან გოგალაძე
თარიღი
7/05/2018
სწავლების საფეხური/ კლასი
მე -10 ბ
მოსწავლეთა პროფილი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
20 მოსწავლე
სსსმ 1 მოსწავლე
გაკვეთილის თემა
,,Chocolate“ შოკოლადი
გაკვეთილის ტიპი
ინოვაციური
მეთოდი: სასწავლო გაჩერებებით სწავლება

გაკვეთილის აქტუალობა
აღნიშნული მეთოდი ითვალისწინებს დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს სასწავლო პროცესში და მორგებულია ყველა მოსწავლის უნარსა და შესაძლებლობაზე.შეთავაზებული აქტივობები ხელს უწყობს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას,მნიშვნელოვანია რომ თითოეული მოსწავლე შეძლებისდაგვარად მეტი გრძნობის ორგანოს იყენებს ცოდნის შესაძენად.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტი და მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრ, ინტონაც, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაურ, ლოგიკურ მახვილებ, ილუსტრაცია, სქემა);
·           ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი);
·           იყენებს სელექციური მოსმენის სტრატეგიას კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად;
·           მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;
·           კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრებად;
·           უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო უცხოურენოვან ტელე-რადიო გადაცემებს, ფილმებს;
·           მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაში მიღებულ გამოცდილებას;

უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
·           იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
·           იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;
·           დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძის, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები და სხვა) დახმარებით;
·           სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისი, საკვანძო სიტყვები, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები) მოშველიებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
·           ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;
·           საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას.
·            
უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს თემას;
·           შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ საკითხებს;
·           მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
·           საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
·           თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·           გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
·           გამოაქვს დასკვნა

სასწავლო მიზნები
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ
·         კითხვის სტრატეგიის(skimming, scanning) გამოყენებით,ნაბეჭდ  ტექსტზე დაყრდნობით გარჩევას მცდარია/ჭეშმარიტია წინადადებების, ტექსტის  შინაარსობრივი ნაწილის  გათვალისწინებით შეძლებენ ოთხი მცირე ზომის ტექსტი ლოგიკურად დასათაურებას.
·         მოისმინონ და უყურონ  უცხოენოვან ვიდეორგოლს  და მისი დახმარებით შეძლებენ მათთვის საინტერესო სულ ცოტა სამი ფაქტის შერჩევას და გაუზიარებენ ჯგუფში ერთმანეთს.
·         შექმნიან ,,საყვარელი შოკოლადის“  პოსტერს, დაასათაურებენ  და წარმოადგენენ ზეპირ პრეზენტაციას წინასწარ მითითებულ დროში,შესაბამისი ენობრივი სტრუქტურის  და გრამატიკული წესების  დაცვით.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეებმა უპასუხეს მცდარია/ჭეშმარიტია წინადადებებს,დაასათაურეს ტექსტი ლოგიკურად შინაარსის გათვალისწინებით, შეარჩიეს სამი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტი ანიმაციიდან,შექმნეს შოკოლადის პოსტერი და წარმოადგინეს ზეპირად ენობრივი და გრამატიკული წესების დაცვით.
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი
მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარ–ჩვევები
მოსწავლეებმა იციან უცნობ ტექსტზე მუშაობა,მცდარია ჭეშმარიატია წინადადებების მოძებნის სტრატეგიები, ასევე ეფექტურად გამოყენება მოსმენის სტრატეგიების,მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევა ერთმანეთისგან, განვითარებული აქვთ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები. იციან რუბრიკების გამოყენებით თანატოლთა შეფასება.
მოსალოდნელი საფრთხეები და გადაჭრის გზები
შესაძლოა რომელიმე ჯგუფმა დაასრულოს მუშაობა ადრე,მათთვის იქნება ალტერნატიული გაჩერება სადაც ისინი შეძლებენ შედარებით მარტივ სახალისო დავალების შესრულებას. კერძოდ შექმნიან შოკოლადის რეცეპტს,არეულ წინადადებებს დაწყობენ სწორი თანმიმდევრობით.
ან შესაძლოა დროის ნაკლებობა შეიქმნას ჯგუფური მუშაობის დროს,დავუმატებ დროს,რათა ჯგუფებმა დაასრულონ ნამუშევრები და მოვახდენ საპრეზენტაციო ნაწილის დროის შემცირებას. 2-2-2 წუთის ნაცვლად ჯგუფებს მივცემ  1-1-1  წუთს ზეპირი პრეზენტაციისთვის.
სინათლე თუ გაითიშა, power point პრეზენტაციები ნაბეჭდი ფორმით მექნება წინასწარ მომზადებული.
საკლასო მენეჯმენტი,აქტივობის მიზანი და ხანგრძლივობა
გაკვეთილის მსვლელობა


აქტივობა  #1

სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 3 წთ
საერთო საკლასო
საორგანიზაციო საკითხები. მიზნისა და შეფასების კომპონენტების გაცნობა.

ვერბალური,ზეპირსიტყვიერი

 მიზანი

მოსწავლეები გაიაზრებენ გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი ამოწმებს კლასის დასწრებას ავსებს საკლასო ჟურნალს. მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს,შეფასების კრიტერიუმებს და კლასის წესებს.
აქტივობა #2

სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 5 წთ
საერთო საკლასო

პროვოცირება,მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება და ინტერესის აღძვრა ქვიზის საშუალებით
ვერბალური, გონებრივი იერიში

 მიზანი

მოსწავლეებში  ყურადღების მობილიზება,ინტერესის აღძვრა და თემის შემოტანა,ცოდნის აქტივაცია.

აქტივობის აღწერა
ა)











ბ)
·         მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წიგნის ფორმის ხის ყუთს რომელშიც მოთავსებულია სამი ფერის შოკოლადი მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ თუ რა შეიძლება იყოს მოთავსებული ყუთში.
·         მასწავლებელი სთხოვს იწინასწარმეტყველონ და გამოიცნონ თუ რა დევს ყუთში. მოსწავლეები დაასახელებენ საგანს.
·         მასწავლებელი ეკითხება რა ფერის საგნებია მოთავსებული ყუთში.მოსწავლეები ასახელბებენ ინდივიდუალურად ფერებს ვერსიებს.
·          მასწავლებელი ხსნის ყუთს და თითოეული მოსწავლე ამოიღებს მათთვის სასურველ შოკოლადს და ფერების შესაბამისად დაჯგუფდებიან.
·         სსსმ მოსწავლეც ერთვება აღნიშნულ აქტივობაში,და მის მიერ შერჩეული შოკოლადის ქაღალდის ფერის მიხედვით გადაინაცვლებს შესაბამის ჯგუფში.
·         მოსწავლეებს მერხზე უდევთ  წითელი ფერის და მწვანე ფერის ბარათები. მასწავლებელი  ეკრანზე აჩვენებს ოთხ კითხვიან ქვიზს არჩევითი პასუხით,ერთი პასუხი წერია წითელი ფერით,მეორე კი მწვანით.
·         მოსწავლეები გამოსაძახებელი ჩხირების მეშვეობით  წაიკითხავენ შეკითხვას და საკუთარი შეხედულებისამებრ აფიქსირებენ პასუხს,აწევენ წითელ ბარათს ან მწვანეს. ყველა მოსწავლის პასუხის დაფიქსირების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება სწორი პასუხი.
·         სსსმ მოსწავლე სწორი პასუხი გამოჩენის შემდეგ  აკვირდება პასუხის შრიფტის ფერს და თავაც  აწევს  მის შესაფერის ბარათს. წითელს ან მწვანეს.




აქტივობა # 3
სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 2  წთ
საერთო საკლასო
ინსტრუქციის მიცემა
ვერბალური


 მიზანი

მოსწავლეებმა მოისმინონ ინსტრუქცია,თუ რა თანმიმდევრობით და როგორ უნდა შეასრულონ დავალებელი.
აქტივობის აღწერა
·         მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თითოეული გაჩერებაზე შესასრულებელი დავალების ინსტრუქციას საპრეზენტაციო ფორმატში და ასევე აძლევს დაბეჭდილ წერილობით ინსტრუქციას.
·         I ჯგუფი იწყებს პირველი გაჩერებით, II ჯგუფი მეორე გაჩერებით, ხოლო III ჯგუფი მესამე გაჩერებით.
·         გადაინაცვლებენ საათის ისრის მიმართულებით და სამუშაო პროცესი დამთავრდება მას შემდეგ რაც ყველა ჯგუფი გაივლის ყველა გაჩერებას.
·         თუ მოსწავლეებს რაიმე სირთულე შეექმნებათ სასწავლო პროცესში შეეძლებათ მანიშნონ ხელის აწევით.
·         თითოეულ გაჩერებაზე სამუშაო დრო შეადგენს 9 წუთს.
·          მოსწავლეებს ექნებათ ალტერნატიული გაჩერება,თუ დროზე ადრე მორჩა რომელიმე ჯგუფი,შეუძლია გადაინაცვლონ ალტერნატიულ გაჩერებაზე,სადაც შეეძლებათ შეასრულონ მარტივი სახალისო დავალება.
აქტივობა # 4
დრო ---24 წთ

მოსწავლეები სხდებიან სასწავლო გაჩერებებზე და იწყებენ საკუთარ გაჩერებაზე მოცემულ დავალების შესრულებას.
გაჩერება # 1
აქტივობის მიზანი

სტრატეგია/მეთოდი
დრო ---8 წთ
ინდივიდუალური
ჯგუფური
მოსწავლეები შეძლებენ წაიკითხონ ოთხი მცირე ზომის ტექსტი,შინაარსის შესაბამისად დაასათაურონ საკუთარი ენობრივი შესაძლებლობის მიხედვით.
ევრისტიკული (ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს პროცესი სწავლებისას ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება)
აქტივობის ღწერა













აქტივობის მიზანი:
(სსსმ მოსწავლისათვის)
·         ჯგუფში მოსწავლეებს დახვდებათ ოთხი მცირე ზომის ტექსტი,წაიკითხავენ, გამოიყენებენ skimming სტრატეგიას,მოიფიქრებენ ტექსტებების სათაურებს და დაასათაურებენ.შემდეგ ჯგუფში გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ვერსიებს.
·         იმავე ტექსტზე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად იყენებენ  scanning კითხვის ტექნიკას წაიკითხავენ ტექსტს, გაიაზრებენ შინაარსს და დაწერენ  ჭეშმარიტია მცდარია ტიპის დავალებას.მოსწავლეები ჯგუფში გაუზიარებენ საკუთარ ნამუშევარს და გაზიარების შემდეგ ეძლევათ სწორი პასუხების ფურცელი,აკეთებენ თვითშემოწმებას. აღნიშნავენ სწორი პასუხების რაოდენობას.
·         დასრულებულ თაბახის ფურცლებს გამოაკრავენ თვალსაჩინოდ,მათი ჯგუფისთვის განკუთვნილ ადგილზე. 
·         მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ კომენტარს

·         სსსმ მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით დაალაგებს ოთხ სურათს თანმიმდევრობით შოკოლადის წარმოების პროცესს. კერძოდ 1. კაკაოს ნაყოფი, 2. კაკოს მარცვლები გაშრობის პროცესი, 3. შოკოლადის დალღობა, 4.  მზა შოკოლადი. დააწებებს შაბლონზე.
·         მოსწავლის ნამუშევარი დასრულების შემდეგ გამოიკვრება მისი ჯგუფისთვის გამოყოფილ ადგილზე.
·         მასწავლებელი აძლევს ჯგუფს  განმავითარებელ შეფასებას,მათ შორის სსსმ მოსწავლესაც.
გაჩერება # 2
ქტივობის მიზანი

სტრატეგია/მეთოდი
დრო  ---- 8 წთ
ინდივიდუალური/
ჯგუფური
მოისმინონ და უყურონ  უცხოენოვან ვიდეორგოლს  და მისი დახმარებით შეძლონ მათთვის საინტერესო სულ ცოტა სამი საინტერესო  ფაქტის შერჩევა,რამაც დააინტერესა და გააოცა. გაუზიარონ ჯგუფში ერთმანეთს.
აუდიოლინგვური
აქტივობის ღწერა









აქტივობის მიზანი:
(სსსმ მოსწავლისათვის)
მოსწავლემ შეძლოს მოსასმენი მასალაზე დაყრდნობით მარტივი ინტერაქცია, შაბლონზე ამოიცნოს და შემოხაზოს და გააფერადოს  ობიექტი,რის შესახებაც იყო მოსასმენი აიმაციური ფილმი.
·         გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ ჩართული პერსონალური კომპიუტერები ყურსასმენებით და თაბახის ფურცლები,ინსტრუქციის მიხედვით უყურებენ წინასწარ ეკრანზე ჩამოტვირთულ ვიდეორგოლს და წერილობით ჩამოწერენ ფაქტებს,რამაც გააოცათ და დააინტერესათ.
·         შემდეგ ჯგუფში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ პასუხებს.
·          დასრულებულ თაბახის ფურცლებს გამოაკრავენ თვალსაჩინოდ,მათი ჯგუფისთვის განკუთვნილ ადგილზე.
·         მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ კომენტარს

·         სსსმ  მოსწავლე უყურებს ანიმაციას და უსმენს ყურსასმენებში შოკოლადის შესახებ ინფორმაციას და ესმის უცხო ბგერები.
            მასწავლეებელი ეკითხება: ქართული საუბარი მოისმინა?
            მოსწავლე პასუხობს:       Yes - დიახ,  No - არა.
·         ვიდეო რგოლის დასრულების შემდეგ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ამოიცნობს იმ საგანს რის შესახებაც იყო ანიმაცია.
·         შემოხაზავს და გააფერადებს მისთვის სასურველი ფერის მეშვეობით.
·         მასწავლებელი აძლევს ჯგუფს განმავითარებელ შეფასებას.
·          სსსმ მოსწავლეს ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით.
გაჩერება # 3
აქტივობის მიზანი

სტრატეგია/მეთოდი
დრო  ----  8 წთ
ჯგუფური
მოსწაველეები შექმნიან მათი ,,საყვარელი შოკოლადის“ პოსტერს და მოიფიქრებენ რა ფორმით წარადგინონ ზეპირი პრეზენტაცია კლასის წინაშე,რომ იყოს საინტერესოდ მიწოდებული და აღძრავდეს მისი დაგემოვნებისსურვილს.
თანამშრომლობითი
აქტივობის აღწერა




აქტივობის მიზანი:
(სსსმ მოსწავლისათვის)
მოსწავლემ შეძლოს ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა და საკუთარი ნამუშევრით ჯგუფის პოსტერის გაფორმება.
·         მოსწავლეები ფლიპჩარტზე დაიტანენ ერთი მათი ,,საყვარელი შოკოლადის“ სახელს,გააფორმებენ ვიზუალურად და დასრულებულ ნამუშევარს გამოაკრავენ შებრუნებულად მათი ჯგუფისთვის განკუთვნილ ადგილზე,რადგან სანამ ყველა ჯგუფი არ გაივლის ყველა გაჩერებას პრეზენტაციამდე არ უნდა ჩანდეს ნამუშევარი.
·         სსსმ მოსწავლე შეთავაზებული შაბლონებიდან თავად აირჩევს მისთვის სასურველ შოკოლადის გამოსახულებას,გამოჭრის და დააწებებს ჯგუფის საერთო პოსტერზე.
·         მასწავლებელი აძლევს გამავითარებელ შეფასებას მუშაობის პროცესშიც და მისი დასრულების შემდეგ.
აქტივობა # 5
სტრატეგია/მეთოდი
დრო ----- 6 წთ
ჯგუფის ლიდერი/ლიდერები

პოსტერების ზეპირი პრეზენტაცია
დემონსტრირება
 მიზანი
მოსწავლეები ჯგუფიდან ირჩევენ პრეზენტატორს ან პრეზენტატორებს და წარმოადგენენ ზეპირ პრეზენტაციას მითითებული დროის მონაკვეთში,როგორც ლექსიკური,ისე გრამატიკული წესების დაცვით.
აქტივობის აღწერა
·         ჯგუფების მიერ შერჩეული პრეზენტატორი/ები წარადგენენ დასრულებული პოსტერის ზეპირ პრეზენტაციას.
აქტივობა # 6
მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთის პოსტერებს
აქტივობის მიზანი
დრო ---- 4 წთ
ურთიერთ შეფასება რუბრიკის მეშვეობით
მასწავლებელი შეაფასებს პრეზენტატორებს განმსაზღვრელი შეფასებით

აქტივობის აღწერა
·         სამივე ჯგუფის მოსწავლეებს დაურიგდებათ მისაკრავი წებოვანი ვარსკვლავები და ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად ირჩევს მათთვის საინტერესო და ეფექტური პრეზენტაციას და აკრავს ერთ ვარსკვლავს.
·         მოსწავლეს რომელ ჯგუფშიც იმუშავა არ აფასებს საკუთარი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ პოსტერს.
·         ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება პირველ,მეორე და მესამე ადგილზე გასული პოსტერები.
·         მასწავლებელი შეფასების რუბრიკის მიხედვით აფასებს პრეზენტატორებს განმსაზღვრელი შეფასებით შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით, ხოლო ჯგუფის სხვა წევრებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
აქტივობა # 7
საშინაო დავალება
დრო 1 წთ
 მოიძიონ  შოკოლადის დადებით და უარყოფითი თვისებებზე  და გააკეთონ ზეპირი პრეზენტაცია მოძიებული მასალის მომდევნო გაკვეთილზე.
სასწავლო რესურსები
პროექტორი,ფლიპჩარტი,ფერადი,ფანქრები,მარკერები, წებო,
მაკრატელი, ვარსკვლავი სტიკერები, თაბახის ფურცლები,
კალმები,ნაბეჭდი ტექსტები,პერსონალირი კომპიუტერი 5 ცალი,ყურსასმენები,5 ცალი.
გამოსაძახებელი ჩხირები. სამი ფერის შოკოლადი ( ჯგუფის დასწყვილებლად), ყუთი.
შეფასება
განმავითარებელი
განმსაზღვრელი   (სსსმ  განმსაზღვრელი)
ურთიერთშეფასება



 სამოდელო გაკვეთილის გეგმა # 2

საგანი
ინგლისური
მასწავლებელის სახელი და გვარი
ქეთევან გოგალაძე
თარიღი
29/05/2018
სწავლების საფეხური/ კლასი
მე - 8 ბ კლასი
მოსწავლეთა პროფილი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
15 მოსწავლე
3 სსსმ
გაკვეთილის თემა
  “My country’s habitats”                                                                                                          
გაკვეთილის ტიპი
ინოვაციური
გაკვეთილის აქტუალობა
თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს სწავლების თანამედროვე ფორმას,რომელსაც მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად უნდა იყენებდნენ სასწავლო პროცესში. ამ დროს თითოეული მოსწავლე პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ თავზე,არამედ ჯგუფის წარმატებაზეც.
 სეგმენტური მეთოდის გამოყენება მოსწავლეებს განუვითარებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და თანამშრომლობით უნარეებს ჯგუფის წევრებთან. და ასევე დაეხმარება ანალიზის,შედარების და შეჯამების უნარების განვითარებაში. აღნიშნული  მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს,როგოც წერით ასევე ვერბალურ კომუნიკაციის უნარებს და სწავლება აგებულია კონსტრუქტივიზმის პრინციპებზე წინარე ცოდნის გათვალისწინებით.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტი და მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

წერის სტრატეგიები
უცხ.ს.III.15. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას წერითი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და წერითი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ჩამოწერს იდეებს, გადაარჩევს, გადაახარისხებს და ადგენს ტექსტის გეგმას;
·           წერს შავ ვარიანტს;
·           სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს.


სასწავლო მიზნები
   გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ტექსტის მხედვით ფოტოსურათის ამოცნობას და დაკავშირებას. (reading for gist)
 სეგმენტური  მეთოდის გამოყენებით წერილობით უპასუხებენ სულ მცირე სამ კითხვას ინდივიდუალურად,გაუზიარებენ ჯგუფში ერთმანეთს,იმსჯელებენ და შეჯერდებიან საბოლოო ვარიანტზე.
 სეგმენტურ მატრიცაზე წარმოადგენენ მცირე ზომის სულ მცირე სამ აბზაციან ტექსტს წერილობით მართლწერის და გრამატიკული  წესების დაცვით.
გაკვეილის ბოლოს სსსმ მოსწავლე შეძლებს შაბლონზე გადაწეროს სახელმძღვანელოდან ტექსტი დიდი და პატარა ასოების და პუნქტუაციის დაცვით.
გაკვეთილის ბოლოს სსსმ მოსწავლე შეძლებს შაბლონზე მოცემული სურათის გაფერადებას სახემძღვანელოში მოცემული სურათის ფერების შესაბამისად.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული ტექსტის შინაარსზე დაყრდნობით ფოტოსურათის ამოცნობა და დაკავშირება ტექსტთან.
·          მოსწავლეებმა უპასუხეს სულ მცირე სამ კითხვას,გაუზიარეს ერთმანეთს,იმსჯელეს და დაწერეს მცირე ზომის ტექსტი მართლწერის და გრამატიკული წესების დაცვით.
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი
მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარ–ჩვევები
მოსწავლეებს შეუძლიათ ინფორმაციული ხასიათის წერილობითი ტექსტის დაწერა,იციან აბზაცის ორგანიზების ფორმა,მართლწერის წესები (საკუთარი სახელი იწერება დიდი ასოთი,წინადადება იწყება დიდი ასოთი)და გრამატიკული სტრუქტურები.
მოსალოდნელი საფრთხეები და გადაჭრის გზები
აქტივობებზე განაწილებული დრო შესაძლოა აღმოჩნდეს არა საკმარისი ან პირიქით. ამ შემთხვევაში მოვახდენ დროის მოდიფიცირებას. წერითი აქტივობისთვის მიცემულ დროს შევამცირებ 2 წუთით.
  სათადარიგო წერითი აქტივობა:  ,, musical paper”
სინათლის გათიშვის ჩემთხვევაში,პერსონალური კომპიუტერი იქნება ალტერნატიული წყარო აუდიო ვიდეო ფაილის ჩვენების.
საკლასო მენეჯმენტი,კლასის ორგანიზების ფორმები, სტრატეგია/მეთოდები აქტივობის მიზანი და ხანგრძლივობა
გაკვეთილის მსვლელობა


აქტივობა  #1

სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 3 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა ---- საერთო საკლასო
საორგანიზაციო საკითხები. მიზნისა და შეფასების კომპონენტების გაცნობა.
ვერბალური,ზეპირსიტყვიერი

 მიზანი

მოსწავლეები გაიაზრებენ გაკვეთილის მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი ამოწმებს კლასის დასწრებას ავსებს საკლასო ჟურნალს. მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს,შეფასების კრიტერიუმებს და შეახსენებს კლასის წესებს.
აქტივობა #2

სტრატეგია/მეთოდი
დრო ----3 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა ---- ინდივიდუალური
შესასვლელი ბილეთი

გონებრივი იერიში
 მიზანი
თემის შემოტანა კითხვის დასმით.
აქტივობის აღწერა
თითოეულ მოსწავლეებს კლასში შემოსვლისას მასწავლებელი  წინასწარ აძლევს შესასვლელ ბილეთს.წერილობით უნდა უპასუხონ კითხვას,  თუ რას ფიქრობენ რა არის ჰებიტატი ,, What is the habitat?”. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად ასრულებს დავალებას.
დასრულების შემდეგ მასწავლებელი გადახედავს პასუხებს და ამოიკითხავს რამოდენიმეს.
აქტივობა # 3
სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 3 წთ.
კლსის ორგანიზების ფორმა --- საერთო საკლასო
ვიდეო რგოლი ,,What is the habitat ”

 მიზანი
ახალი ინფორმაციის მიწოდება
აქტივობის აღწერა


სსსმ მოსწავლეები
მოსწავლეები უყურებენ საინფორმაციო  ვიდეო რგოლს და გამოაქვთ დასკვნები,თუ რა არის ჰებიტატი.
მასწავლებელი აჯამებს და გამოყოფს საკვაძო ინფორმაციას.
პირველი მოსწავლე უყურებს საინფორმაციო ვიდეო რგოლს.
მეორე მოსწავლე უყურებს საინფორმაციო ვიდეო რგოლს.
მესამე მოსწავლე უყურებს საინფორმაციო ვიდეო რგოლს.
აქტივობა # 4

სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 6 წთ.
კლსის ორგანიზების ფორმა ---ინდივიდუალური
ახალი ტექსტის წაკითხვა და შესაბამისობის დადეგენა ფოტოსურათებთან

ჩუმი კითხვა
მიზანი
მოსწავლემ შეძლოს ძირითადი აზრის გაგება და ფოტოსურათის შესაბამისობა ტექსტის შინაარსთან
აქტივობის აღწერა









სსსმ მოსწავლეები
 მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღების მობილიზებისთვის და  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად  უსვამს კითხვას თუ რას ხედავენ სურათზე და აღწერენ მას ზედსართავების და არსებითი სახელების გამოყენებით.(2 წთ)
მოსწავლეები  წაკითხავენ ტექსტს და გამოიცნობენ რომელი ფოტო შეესაბამება შინაარსს და დაასაბუთებენ საკუთარ პასუხს ტექსტში მოცემული არგუმენტებზე დაყრდნობთ.(4 წთ)
მასწავლებელი კითხვა პასუხის საშუალებით აზუსტებს თუ რაზე დაყრდნობით შეძლეს მოსწავლეებმა ამოცნობა სწორი ფოტოსურათის.
მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარი
პირველი მოსწავლე გადაწერს მხოლოდ ტექსტის სათაურს
მეორე მოსწავლე ტექსტის შესაფერის ფოტო სურათს დააწებებს შაბლონზე
მესამე მოსწავლე ტექსტის შესაფერის ფოტო სურათს დააწებებს შაბლონზე
მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარი
აქტივობა # 5
სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 15 წთ. + 2 წთ ჯგუფის ფორმულირებისათვის
17 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა --- ჯგუფური
დაგეგმონ და წერილობით წარმოადგინონ სულ ცოტა სამი აბზაცი სეგმენტური მატრიცის მეშვეობით
სეგმენტური მეთოდი
მიზანი
სეგმენტური მატრიცის  გამოყენება  წერის უნარების განსავითარებლად.
აქტივობის აღწერა













სსსმ მოსწავლე
ა) მოსწავლეები შექმნიან სამ ჯგუფს
ბ) მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს გამზადებულ ფლიპჩარტს რომელიც დაყოფილია ერთ ძირითად და გარე სეგმენტებად(გარე სეგმენტების რაოდენობა ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული). ყველა მოსწავლე საკუთარ სეგმენტში ინდივიდუალურად დაწერენ მოკლე პასუხებს სახელმძღვანელოში მოცემული კითხვების დახმარებით.
ბ) შეაჯერებენ საკუთარ პასუხებს,გამოხშირავენ იდეებს. მოკლე პასუხებიდან შექმნიან  წინადადებებს და ითვალისწინებენ ყველა მოსწავლის სეგმენტში მოცემულ ინფორმაციიდან სულ ცოტა ერთ აზრს. იმსჯელებენ,შეაჯერებენ და  დაწერენ აბზაცებს ლოგიკური თანმიმდევრობით,გრამატიკული და მართლწერის წესების დაცვით.(შესაძლოა ჯერ იმუშაონ შავად)საკუთარი სურვილის შესაბამისად და მერე გადაიტანონ მთავარ სეგმენტში დასრულებული ვერსია.დიაგრამის შუა ნაწილში იწერება ძირითადი ტექსტი.
მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარი

პირველი მოსწავლე წიგნიდან წინასწარ გამზადებულ შაბლონზე გადაიწერს ტექსტს. ,,my country’s habitat” პუნქტუაციის და დიდი პატარა ასოების დაცვით.  
მეორე მოსწავლე სახელმძღვანელოში მოცემული სურათის  მიხედვით გააფერადებს სურათს შაბლონზე.
მესამე მოსწავლე გააფერადებს შაბლონზე მოცემულ გარემოს საკუთარი სურვილის შესაბამისად.
განმავითარებელი კომენტარები მუშაობის პროცესშ
აქტივობა # 6

სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 6 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა --- ჯგუფური

ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობა შეცდომების დაფიქსირება,
გასწორება.
მარკირება/მონიშვნითი/ჯგუფურად შეცდომების გასწორება.
მიზანი
შეცდომების იდენტიფიცირება და  გასწორება
აქტივობის აღწერა
 მოსწავლეები საათის ისრის მიმართულებით გადააწოდებენ ერთმანეთს საკუთარ ნამუშევარს. წაიკითხავენ დაწერილ აბზაცებს და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში გაასწორებენ.
მასწავლებელი მონიტორინგს უწევს პროცესს.
 შემდეგ ისევ უბრუნდებათ  ჯგუფებს საკუთარი ნამუშევარი დააკვირდებიან და გაიაზრებენ  შეცდომებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აკრავენ ნამუშევრებს კედელზე მათი ჯგუფისთვის განკუთვნილ ადგილზე.
მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარი მუშაობის პროცესში.
აქტივობა # 7

სტრატეგია/მეთოდი
დრო --- 5 წთ.
კლასის ორგანიზების ფორმა --- საერთო საკლასო
მასწავლებლის მიერ ნამუშევრების შეფასება

ვერბალური
მიზანი
 რამდენად არის დაცული  სტრუქტურა,გრამატიკა და მართლწერა.
აქტივობის აღწერა







სსსმ მოსწავლეები



მასწავლებელი მიდის თითოეულ ნაშრომთან, გადახედავს და მონიშნავს თუ არის კიდევ რაიმე შეცდომაა დაშვებული,რომელიც ჯგუფებს გამორჩათ. კლასის ჩართულობით ცდილობს მოსწავლეებმა თავად თქვან სწორი ვარიანტი,თუ ვერ ახერხებენ მასწავლებლის დახმარებით ხდება აღმოჩენილი შეცდომის გასწორება,რათა შემდგომში მოსწავლეებს არ დაამახსოვრდეთ შეცდომით მართლწერა ან გრამატიკული სტრუქტურა.
მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ კომენტარს თითოეულ ნაშრომის შემსრულებელ ჯგუფს და ასევე აძლევს განმსაზღვრელ შეფასებას.
1)      მასწავლებელი განიხილავს წერილობით შესრულებულ დავალებას და აძლევს განმავითარებელ შეფასებას,თუ რა უნდა გააუმჯობესოს. და ასევე აფასებს მოსწავლეს განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
2)      მასწავლებელი მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებას ადარებს სახელმძღვანელოში მოცემულ სურათებს და აფასებს განმსაზღვრელი შეფასებით თუ რამდენად შესაბამისობასიშია შესრულებული დავალება სახელმძღვაანელოში მოცემულ სურათთან.
3)      მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლის ნამუშევარს და აძლევს განმავითარებელ შეფასებას
საშინაო დავალება
დრო  2 წთ
 მიწერონ არაფორმალური წერილი უცხოელ მეგობარს და დაპატიჟონ საკუთარ ქვეყანაში ტურისტად. ,, Write an informal letter to your foreign  friends and invite them in Georgia ”
სასწავლო რესურსები
პლიფ ჩარტები, მარკერები, სახელმძღვნელო, პროექტორი,ლეპტოპი,წებოვანი ლენტი.პროექტორის დაფა,დინამიკებ, ფერადი ფანქრები,წებო,ფერადი ქაღალდები.
Power point presentation https://ketevangogaladze.blogspot.com/
http://google.com ფოტოსურათები
შეფასება
განმავითარებელი, განმსაზღვრელი

 


No comments:

Post a Comment